დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მიანმარის იურიდიული დახმარების ბიუროს დელეგაცია ესტუმრა. აზიელ კოლეგებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სალომე ტყეშელაშვილი, ეთიკის კომისიის თავმჯდომარე თორნიკე ბაქრაძე და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ქეთი თურაზაშვილი შეხვდნენ:
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება ასოციაციის მოწყობის ფუნქციონირების შესახებ. საუბარი შეეხო ეთიკის კომისიის მიმართულების, განგრძობადი იურიდიულ განათლების, ასევე პროფესიაში შესვლისა და თვითრეგულაციის საკითხებს;
მხარეები, გამოიცდილების გაზიარების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.